ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანძარი დუშეთში: ადგილზე 20-მდე სახანძრო ჯგუფია მობილიზებული

ხანძარია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში. ადგილზე 20-მდე სახანძრო ჯგუფი მუშაობს. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის განცხადებით, ცეცხლი იმ ადგილას გაღვივდა, სადაც გუშინ ხანძარი იყო.  ცეცხლის გავრცელების ზუსტი არეალი ამ დროისთვის არ არის ცნობილი. სიტუაციას ქარი და ახალი კერების გაჩენა ართულებს.

 

იტვირთბა....