კომპანია “სოკარმა” სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელი გამოყო. ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კომპანია “სოკარი” ტყის აღდგენაში მიიღებს მონაწილეობას. კერძოდ, მათი ინფორმაციით, 2 ჰექტარ ფართობზე, იქ სადაც ხანძარმა ფლორა გაანადგურა, ხეებს დარგავენ.
ცნობისთვის, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ინიციატივით, „თიბისი ჯგუფი“ და კომპანია „ბორჯომი“ ხანძრისაგან გადამწვარ ბორჯომის ტყის ტერიტორიის 10 ჰექტარს სრულად აღადგენენ. ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ თავად განაცხადა.
ასევე, საქართველოს ბანკი 1 000 000 ლარს გამოყოფს უკანასკნელ დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განვითარებული სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის, – აღნიშნულის შესახებ განცხადება ბანკის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, ინიციატივას შემოუერთდა კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia.