თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხისის მიმდებარედ ბუჩქნარი და რამდენიმე ხე დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟებმა დაიწყეს მუშაობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
შეგახსენებთ, ასევე რამდენიმე საათის წინ, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ცეცხლი ბუჩქებს გაუჩნდა. ადგილზე 2 სამაშველო-სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული, რომლებმაც ცეცხლის ლოკალიზება სრულად მოახერხეს.