თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, 50-მდე სამხედრო მოსამსახურე ატენის ხეობაში ორი დღის განმავლობაში დარჩება. ჯარისკაცები იმ ადგილებში იმორიგევებენ, სადაც ხანძარი იყო, რათა ახალი კერის წარმოშობა არ მოხდეს.
გუშინ გვიან ღამიდან 300-მდე სამხედრო, მეხანძრეები და ადგილობრივი მცხოვრები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ. ამ დროისთვის ატენის ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლოკალიზებულია და ცეცხლის გაჩენის საშიშროება აღარ არსებობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.