პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ახლახანს, ხმათა უმრავლეობით, 116 არცერთის წინააღმდეგ, მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შესახებ და ქართველი სამხედროები ერთვებიან სტიქიურ ზონაში ხანძართან ბრძოლაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა ბორჯომის ხეობაში ტყე იწვის, რომელიც უკვე ათობით ჰექტარზე გავრცელდა. მეზობელი ქვეყნები საქართველოს შესაბამისი ტექნიკით, აღჭურვილობითა და ცოცხალი ძალით ეხმარებიან.