ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბორჯომის ხეობაში შესაძლოა ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად  დივერსია დასახელდეს”

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით,  ბორჯომის ხეობაში შესაძლოა ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად  დივერსია დასახელდეს.  მისი თქმით, დივერსიის ვერსია განიხილება, რასაც გამოძიება დაადგენს, ამიტომ წინასწარი  დასკვნებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

„გავრცელდა გარკვეული ინფორმაციები, თითქოსდა, შესაძლოა, საქმე გვქონდეს დივერსიასთან. მართლაც არათავსებადად მოხდა სხვადასხვა წერტილში ცეცხლის გაჩენა, რომლის საფუძველი შეიძლება არც არსებობდა, ამიტომ, გამოძიებამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაადგინოს საერთო ჯამში რა იყო მიზეზი ამ ცეცხლის კერების.

ყველა შესაბამისი საფუძველი ან ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს. შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ კონკრეტულად ვისაუბროთ დივერსიაზე, არ იქნება სწორი, თუმცა ვერსიად არის, რა თქმა უნდა და ამას გამოძიება დაადგენს,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

იტვირთბა....