საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და მის მიმართ ბოლო დროს ატეხილ სკანდალზე სოციალურ ქსელში საუბრები არ წყდება.
ახლახანს, მაიდნის ერთ-ერთმა აქტივისტმა ალექსანდრე კრავჩუკმა სოციალურ ქსელში საკუტარი პოზიცია გამოხატა, უკრაინის დეპუტატ ლიაშკოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც დეპუტატი უკრაინის მესაზღვრეებს მოუწოდებს ისროლონ, თუკი საზღვარს ვინმე უკანონოდ გადმოკვეთს.
“ჯერ ლიაშკო, ახლა მასიჩუკი ხმამაღლა დაიწყეს საუბრები ძალადობაზე. სააკაშვილი არის პოლიტიკური ოპოზიცია. მცდელობა მოიცილო პოლიტიკოსი ეს არის პოლიტიკური დევნა. არადა, გამყიდველები და არამზადები ხელისუფლეების მოკავშირეები გახდნენ. მათ რატომღაც არავინ ეხება. ისინი ერთად სხედან. არ გინდათ სიტყვების სროლა “ესროლეთ”… მესმის, რომ ლიაშკოს უყვარს ლაყბობა, მაგრამ არ შეიძლება, ქვეყანაში, სადაც მიმდინარეობს ომი, დაემუქრო პოლიტიკურ ოპონენტს, მითუმეტეს, თუკი მას აქვს ყვეყანაში მხარდაჭერა. ვიცი, სააკაშვილს საზღვართან ხვდებიან მხარდამჭერები, მათ შორის მაიდნელები… მათ გინდა ესროლო? ნუ თესავ ქარს, თორემ მიიღებ ქარბუქს…”
შეგახსენებთ, უკრაინის დეპუტატმა განცხადება გააკეთა, რომელშიც მესაზღვრეებს მოუწოდა ესროლონ საზღვრის ყველა დამრღვევს.