მობილობის მსურველ სტუდენტებს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი მიმართავს, რომ დაუყონებლივ მიმართონ მიმღებ უმაღლეს სასწავლებელს წერილობითი განცხადებით და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები. ცენტრის ინფორმაციით სტუდენტებმა აღნიშნული დოკუმენტაცია სასწავლებლებში 2017 წლის 23-24-25 აგვისტოს უნდა წარადგინონ.
რაც შეეხება მობილობის პროცესში გრანტის ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადატანას:
1 – დაუშვებელია გრანტის გადატანა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
2 – დაუშვებელია ნაწილობრივი (30%, 50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდებოდა მხოლოდ სრული (100%) გრანტით.
3 – სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან გრანტის მოპოვების წელს განსაზღვრულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.
edu.aris.ge