N5 2017 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ
ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის შედეგად გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები და ტექნიკა:
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადა;
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.
ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. ”-წერია ბრძანებაში