ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ”: ჯეჯელავა რუსეთის მხრიდან დახმარებაზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბორჯომის რაიონში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებზე კომენტარს აკეთებს და ადასტურებს, რომ მიღებულია შემოთავაზება რუსული მხრიდან დახმარების თაობაზე.

ჯეჯელავას განცხადებით, პრიორიტეტულია მოსახლეობის უსაფრთხოება, ამიტომ მთავრობა ყველა შემოთავაზებას განიხილავს.

„ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს. თუმცა, მე ვფიქრობ, როგორც პრემიერმა ბრძანა, რომ ჩვენი პირველადი პასუხისმგებლობაა ხალხის უსაფრთხოება და შესაბამისად, ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ. თუმცა, დღეს, როგორც ვიცით, ევროპის ქვეყნები აქტიურად არიან ჩართულები,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

იტვირთბა....