ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მოწოდების მიუხედავად, მოხალისეები ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მაინც მივიდნენ

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მოხალისეები მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, საგანგებო შტაბმა მოქალაქეებს მიმართა, თავი შეეკავებინათ თვითნებური გადაწყვეტილებებისგან და მეხანძრე-მაშველებისთვის დამატებითი პრობელემბი არ შეექმნათ, მოხალისეები დღეს დილით, ადგილზე მაინც ჩავიდნენ.

როგორც ერთ-ერთმა მოხალისემ აღნიშნა, 13 ივნისის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ საჭიროა მოხალისეთა მუშაობა. მისი თქმით, უსაფრთხოების ზომები მიღებულია და კერებთან მეხანძრეები მუშაობენ, მოხალისეთა ჯგუფი კი იმ ადგილებში მუშაობს, სადაც ხანძრის ნაკლები კერაა. მოხალისის კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანებამ იმატა. ქარის გაძლიერების გამო ზოგიერთ კერაზე ძლიერი კვამლია წარმოქმნილი. ადგილზე ამ დრომდე აგრძელებნ მიშაობას სახანძრო-სამაშველო სამსახურები. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართული არიან ვერტმფრენებიც.

ამ დროისთვის მუშაობს 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი. დაახლოებით 2 საათში კი მათ 2 თურქული შვეულმფრენიც შეუერთდება.

ცოტა ხნის წინ ხანძრის ლიკვიდირების საგანგებო შტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა. ამ დროის მონაცემებით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი.

იტვირთბა....