ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი დღეს თვითმმართველობის არჩევნების ზუსტ თარიღს დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თვითმმართველობის არჩევნების ზუსტ თარიღს დაასახელებს. არჩევნების თარიღის დადასტურებას პრემიერ-მინისტრის კონტრ-ასიგნაციაც სჭირდება. ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ანუ აგვისტოს ბოლოს გამოიცემა, რის შემდეგაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.

პარალელურად, ცესკო ახსენებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს, რათა მათ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში – ანუ არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში შესაბამისი განაცხადით ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართონ.

იტვირთბა....