ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართული მხარე აზერბაიჯანის მიერ ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად სამაშველო ვერტმფრენის გამოგზავნას ადასტურებს

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, განკარგულებით, საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საქართველოში ვერტმფრენი გამოგზავნა.

ქართული მხარე ადასტურებს, რომ ქართველ მეხანძრე – მაშველებს სოფელ დაბაში ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანელი კოლეგები დაეხმარებიან.

ამის შესახებ ინფომაციას ჟურნალისტებს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაუდასტურა. მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებით, სოფელ დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანელი მფრინავებიც ჩაერთვებიან.

„აზერბაიჯანმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა, გამოგვიგზავნა სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობებით, რაც გულისხმობს მდინარის კალაპოტიდან წყლის აღებას და ტყის მასივზე დასხმას”,-აცხადებს აკაკი მაჭუტაძე.

იტვირთბა....