ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რკინიგზის თანამშრომლებმა მასობრივი შიმშილობა დაიწყეს

“მეტრონომი”: აქციიდან

 

საქართველოს რკინიგზის შენობასთან  რკინიგზელების აქცია გრძელდება.  მათ დღეს ფართომასშტაბიანი შიმშილობა დაიწყეს. მათი განცხადებით, დღეიდან მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება და გაფიცულებს რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

გაფიცულების მთავრ მოთხოვნას – სამუშაო უფლებების დაცვას, რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის დაჩი ცაგურიას გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. მათი განცხადებით, ცაგურია უკვე წლებია საკუთარ უფლებამოსილებას ამეტებს. გარდა ამისა, რკინიგზელები ამბობენ, რომ სამტრედიაში რკინიგზას კი რეალურად, ცაგურიას მამა, ადგილობრივი გამგებლის წარმომადგენელი, თენგიზ ცაგურია აკონტროლებს.

დაჩი ცაგურია მის წინააღდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ პროტესტის ორგანიზატორი პროფკავშირების თავმჯდომარეა, რკინიგზელები კი მხოლოდ შემსრულებლები.

“მეტრონომთან” საუბარში რკინიგზელთა პროფკავშირის ხელმძღვანელი ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეების  სამსახურში  დაბრუნება უნდა მოხდეს. გიორგაძის განცხადებით, ტყუილია რკინიგზის ხელძღვანელობის ბრალდებები, თითქოს ეს აქციები პროფკავშირების დაგეგმილი იყოს. მისი თქმით, ისინი საპროტესტო აქციაში მხოლოდ სამი დღის შემდეგ ჩაერთვნენ.

“მას შემდეგ რაც ვნახეთ, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობას ეს ადამიანები არ ადარდებს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათთან ერთად საშიმშილოდ დავსხდეთ. ორი ადამიანი შიმშილობდა და ერთ მათგანზე სერიოზული ფსიქოლოგოუირ ზეწოლა განხორციელდა, რომელმაც პროტესტის ამ ფორმაზე უარი განაცხადა. ამიტომ ამ ადამიანების დახმარება გადავწყვიტეთ. შიმშილობას და პროტესტს მანამ გავაგრძელებთ, სანამ ამ ადამაინების მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება და ისინი სამსახურში რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან აღდგენილები არ იქნებიან”,-ამბობს გიროგაძე “მეტრონომთან”.

ავტორი: ნინი ცხადაია

იტვირთბა....