რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე “ხელშეკრულებას” მოაწერეს ხელი.
„ხელი მოეწერა საკონტრაქტო დოკუმენტებს აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე. აღნიშნული სამუშაო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ითვალისწინებს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ფომინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ანატოლი ხრულიოვის შეხვედრისას მოეწერა. მათ შეხვედრაზე, რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.