თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ერთ-ერთი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.