ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი მეხმა მოკლა

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი იგორ ლანსკი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა. ტრაგედია იალტაზე მოხდა, სადაც 41 წლის რუსი საჯარო მოხელე ისვენებდა. სავარაუდოდ მას მეხი იმ დროს დაეცა, როდესაც წვიმის დროს ხეს თავი შეაფარა.  ლანსკი რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა.

 

 

 

იტვირთბა....