თამაზ მეჭიაური თიანეთის გამგებლის თანამდებობაზე კენჭს იყრის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს:
“დიდი ფიქრის შემდეგ, გავითვალისწინე ჩემთვის საპატივცემულო ადამიანების თხოვნა და გადავწყვიტე კენჭი ვიყარო თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე. ამ გადაწყვეტილების მოტივებზე ვისაუბრებ მოგვიანებით.
P.S. კარგი ხალხის მხარდაჭერაზე უარს არ ვიტყვი.
კანდიდატურის მოხსნა გამორიცხულია”- წერს მეჭიაური.
თამაზ მეჭიაური 2012-16 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო “ქართული ოცნებიდან”. შემდეგ მან პარტია დატოვა და ახალი პოლიტიკური გაერთიანება „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ დააფუძნა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოდა.