ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის ხეობაში ხანძრის კერებთან ბრძოლა ვერტმფრენებმა დილიდან დაიწყეს

ბორჯომის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის კერები დარჩენილია, რის გამოც ვერტმფრენმა დილის 6 საათიდან დაიწყეს მუშაობა. ხანძართან ბრძოლა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს 200-მდე მაშველი და შესაბამისი ტექნიკა. ტექნიკის შეყვანა ხანძრის კერასთან მოხერხდა და ღამით გზა გაიჭრა. ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საშიშროებას, არ არსებობს.

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ფართობს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.

იტვირთბა....