წაღვერში, სოფელ დაბაში, ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი მუშაობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ათეულობით სხვა სახანძრო სამაშველო ჯგუფებთან ერთად, ხანძრის ლოკალიზებაზე შვეულმფრენი მუშაობს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა აცხადებს, რომ ხანძრის გავრცელების მასშტაბი დაახლოებით 300-400 კვადრატული მეტრია. მისი თქმით, ტერიტორია რთულად მისადგომია.
”სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ფართობს ცეცხლი უკიდია. ხანძარი დაახლოებით 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული. ხანძრის ლოკალიზება გართულებულია ქარის გამო. ადგილზე მობილიზებული არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი სახანძრო, პოლიცია, სამაშველო სამსახური და ელოდებიან ვერტმფრენს. ადგილზე იმყოფება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა”, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.