aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხანძარი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე: ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცოტა ხნის წინ, ლისის ტბაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც სახანძრო სამაშველო სამსახურში აცხადებენ,  ცეცხლი დაახლოებით 1500-მდე კვ.მ.-ს მოედო.

ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე ღია ცეცხლის კერები აღარ არსებობს, თუმცა, მეხანძრე მაშველები ტერიტორიაზე კვლავ მუშაობენ და ტერიტორიის გადასინჯვა მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცალკეული ტერიტორიის დამუშავება, რათა კვლავ არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება.

დამწვარია რამდენიმე წიწვოვანი ხე. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გფამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

 

იტვირთბა....