ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში 5 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

ბათუმში 5 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში გადაიყვანა.

სასწრაფო დახმარების ექიმების განმარტბეით, ბავშვს დაჟეჟილობები აღენიშნება.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....