ისნის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები დამწვარ ტერიტორიაზე შეუშვეს. მანამდე ისინი ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმღვანელს შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს.
დაზარალებულები პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას აკისრებენ. ადმინისტრაციის მხარის უფლებადამცველი კი დღეს აცხადებდა, რომ თავად მაღაზიების მეპატრონეებს უნდა დაეზღვიათ თავიანთი ობიექტები.
ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც ტერიტორიაზე შევიდა, ამბობს, რომ დაახლოებით 38-მდე მაღაზიაა დამწვარი და არაფერია დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ ისანში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და მის ჩაქრობაში 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.