ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

5 დაშავებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი: ავტრალიაში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

ავსტრალიაში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შემთხვევა სიდნეის სავაჭრო ცენტრში მოხდა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

როგორც ABC-ი იტყობინება, პოლიცია მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებს და უბედურ შემთხვევად აფასებს.

პოლიციის ცნობით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია და პოლიციას ჩვენებას აძლევს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა 50 წლის მძღოლს სამედიცინო პრობლემები აღენიშნებოდეს, რის გამოც უბედური შემთხვევა მოხდა.

იტვირთბა....