ახალი ამბები მთავარი სამართალი

ღამით, ისნის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა

გვიან ღამით,ისნის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი გამოცხადდა, რომლებიც ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძარი ისნის ბაზრობაზე, ე.წ. “დაშლილების” ტერიტორიაზეა გვიან ღამით გაჩნდა. დამწვარია, დაახლოებით, 1200 კვმ ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება, შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

იტვირთბა....