ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლეიბორისტები” სემეკს სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ

“ლეიბორისტული” პარტიის წვერები  სემეკს  დღესს დაგეგმილი სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. კომისიამ დღეს ხუთ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მათ შორის არის “თელასის” 2018 წლის სატარიფო განაცხადი.

“ლეიბორისტები”  მოითხოვენ, რომ  კომისიამ სხდომა შეწყვიტოს და ეს პროცედურა არ დაიწყოს. ისინი სემეკის წევრებს ივანიშვილის და კალაძის ბრძანებების შემსრულებლებს უწოდებენ და ამის გამო, კომისიის თავმჯდომარე იძულებული გახდა შესვენება გამოეცხადებინა.

სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა ლეიბორისტებს განუმარტა, რომ ისინი კანონს არღვევენ, როდესაც სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. არ არის გამორიცხული, სემეკში პოლიციის გამოძახება გახდეს საჭირო. მიუხედავად ამისა, პარტიის წევრები აცხადებენ, რომ სხდომის დაბრაზის დატოვებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, სემეკში “თელასის” მიერ წარდგენილ სატარიფო განაცხადზე დღეს იმსჯელებენ.  სემეკში წარდგენილი ყოველწლიური სატარიფო განაცხადით “თელასი” სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვს. შესაბამისი განცხადება კომპანიამ სემეკში 16 აგვისტოს შეიტანა.

“თელასმა” სატარიფო განაცხადი წარმოადგინა, რომლის ვალდებულებაც გააჩნდა სატარიფო მეთოდოლიგიის მიხედვით. ტარიფი დადგენილია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ამიტომ კომპანია ვალდებული იყო განაცხადი წარმოედგინა.

„თელასის“ გარდა, სემეკს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“, ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენის მიზნით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით „საქრუსენერგომ“ და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით „ვარდნილჰესების კასკადმა“ მიმართეს.

იტვირთბა....