ახალ სასწავლო წელს, პირველკლასელები საჩუქრად Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ცნობით, საქართველოს მასშტაბით, 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტრი საჩუქრად გადაეცემა.
საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული. კომპიუტერები დაურიგდებათ ასევე პირველკლასელების დამრიგებლებსაც. სამინისტრომ ჯამში 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.
ამასთან, უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება. უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე. სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე და ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეებს.