ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცივი იარაღით, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა, ის მარკეტთან მყოფ ოთხ ახალგაზრდას თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათი ვარაუდით, თავდამსხმელი და ახალგაზრდები ერთმანეთს იცნობდნენ.

მომხდარს შსს იძიებს. საქმე აღძრულია სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.

 

იტვირთბა....