ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კაზაკმა ფეხი თავზე დამადო და თვალი ამოუღო ჩემ შვილს”: აფხაზეთში მოკლული გმირის დედა აფხაზებს და ოსებს მიმართავს

“ჩემი შვილის ცხვირის ხრტილი ავკრიფე. კაზაკმა “ბატინკიანი’ ფეხი თავზე დამადო და ‘შტიკნოჟით” თვალი ამოუღო ჩემ შვილს და გადამაყლა”, – ასე იხსენებს აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში წამებით დაღუპული შვილის, ნუკრი გერგედავას დედა ნაირა კალანდია “აიპრესთან” 25 წლის წინანდელ ისტორიას.

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული გმირის დედა, მიუხედავად გადატანილი უმძიმესი დღეებისა, “აიპრესით” აფხაზებს და ოსებს მიმართავს:

“მივმართავ ყველას, აფხაზებს, ოსებს – ნუ უსმენენ, ატყუებენ რუსები მათ და ყველანაირად არიან დაჩაგრულები. ჩვენ ერთმანეთთან ვიყავით დაძმურად, არაფერი გვქონდა გასაყოფი, ერთად გავიზარდეთ”, – აცხადებს “აიპრესთან” ნაირა კალანდია.

 

შეგახსენებთ, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი გავიდა. 1992 წელის 14 აგვისტოს დაწყებული ომი 13 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარეობდა. სეპარატებთან ერთად იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), ასევე დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები. მათ არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა.

უკვე 25 წელია რაც აფხაზეთის რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე.

imtavroba.ge

იტვირთბა....