თხილის ფასი ბოლო წლების განმავლობაში გურიაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ჩოხატაურში 1 კილოგრამი თხილის ფასი 1.50 ლარამდეა შემცირებული,
შარშან ამ დროს კი თხილი საშუალოდ 4 ლარიღირდა. ფასის ცვლილება გვალვამ და
შედეგად უხარისხო მოსავალმა გამოიწვია. გარდა ამისა ადგილობრივი თხილის მწარმოებლები, კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ: ბიზნესმენებს, უხარისხო მოსავლის გამო,
თხილის ექსპორტი გაუჭირდებათ.
გურიაში თხილს ფასი საკითხი კვალ პრობლემატურია, ფასი ყოველ დღე ეცემა, რასაც გლეხებში პანიკა მოჰყვა. მწარმოებლები თხილზე ფასის ვარდნის მიზეზებს ვერ ხსნიან, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლოა ეს უხარისხო თხილს უკავშირდებოდეს.
„ყველა ელოდა, რომ ფასი გაიზრდებოდა, 3 ლარი იყო და ახლა 2.50 გახდა. ცოდოა ხალხი, 1.50 ლარად
თხილი როგორ უნდა ჩააბარო. ბიზნესი ვისაც გვაქვს ვალები გვედება. ყველა ბანკის სესხით ვმუშაობთ,
ფასი კი ყოველდღე ეცემა. თხილის უხარისხობაზეც საუბრობენ. არ ვიცით, ვერაფერს გეტყვით“.
„3 წელზე მეტია, რაც თხილის ფასი ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა. შარშან ამ დროს 1 კგ თხილი 3.50 ლარიც კი ღირდა, წელს კი, 1 კგ “გულშიშველა” – 1.50 ლარი ღირს. ბერძნულა ამ წუთებში
მისი ფასი 2 ლარი და 40 თეთრია. ისევ მივდივართ იმ პრობლემასთან, რაზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ,
რომ ქართული თხილის პრობლემა არის ფასი. ყოველ წელს რატომ ვდგავართ ერთი და იგივე პრობლემის
წინაშე ეს გვაინტერესევს ჩვენ გლეხებს“.
მეწარმეები თხილის ნაყოფის უხარისხობას გავრცელებულ დაავადებებსა და აგროპრეპარატებსაც უკავშირებენ.
„დაავადებულია თხილი, განსაკუთრებით გურიაში – ნაცარი, სოკო… ამასთან, შხამქიმიკატები, რითაც წამლავენ, ალბათ უვარგისი და შეიძლება მავნებელიც კი არის მცენარისთვის. ათასი პრეპარატი შემოაქვთ და რომელია ადაპტირებული და კარგი ჩვენს შემთხვევაში, არავინ იცის,“ – ამბობენ თხილის მიმღებ პუნქტებში.
guriismoambe.com