ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

741 360 ევრო ბიუჯეტიდან: GEM FEST-ის მუსიკოსებს თანხა Black Sea Arena-მ გადაუხადა

GEM FEST 2017 მონაწილე არტისტებისთვის ჰონორარის გადახდისთვის Black Sea Arena-მ სახელმწიფოსგან დაახლოებით 2 მილიონი ლარი მიიღო.

Black Sea Arena-მ ათი მუსიკოსს ხელშეკრულება 20 მარტს გაუფორმა საერთო ჯამში თანხის რაოდენობა 741 360 ევრო იყო,რაც იმ დროის კურსით, 1 მილიონ 998 914 ლარი იყო.

GEM FEST 2017 ანაკლია განმუხურის ტერიტორიაზე ჩექინ ჯორჯიას ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას იმის შესახებ რომ მუსიკოსებს თანხა Black Sea Arena მ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხადა სიგუაც ადასტურებს ჯემ ფესტთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროდან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ,  “ჯემ ფესტზე“ დასაქმებულებმა  საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ფესტივალის შესასვლელი გადაკეტეს და ტერიტორიაზე მოქალაქეებს არ უშვებდნენ. მათი თქმით, ორგანიზატორებმა კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადეს და მოტყუებულები აღმოჩდნენ.

„საერთო ჯამში, საუბარია 42 ადამიანზე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ბილეთების კონტროლზე ვიყავით დასაქმებული. 500 ლარზე ვიყავით შეთანხმებული და დღეს 100 ლარი დაარიგეს. ჩვენ აქ ვდგავართ დილიდან და არავის არ შევუშვებთ ამ ტერიტორიაზე, სანამ არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნას. ეს არის ჩვეულებრივი აფიორა, რომლის ასე დატოვებასაც არ ვაპირებთ. მთელი თვე უხელფასოდ რა პირობებში აღარ გვამუშავეს და ახლა იმ კაპიკების მოცემაც არ უნდათ რაზეც შევთანხმდით“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

იტვირთბა....