ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე საათის წინ, ბუნებრივი აირის საამქრო აფეთქდა, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი მივიდა.
როგორც ერმაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზარალის შესწავლა მოხდება და მოქალაქეებს სათანადო დახმარება გაეწევათ.
მისივე განცხადებით, ასევე მოხდება მომხდარის დაუყოვნებლივ შესწავლა. მერი არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
როგორც ერმაკოვმა განაცხადა, აღნიშნულ საამქროს მუშაობის უფლებაზე მერიისგან შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა და შესაბამსიად უსაფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილა.
შეგახსენებთ, ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, ცეცხლი გაზგასამართ სადგურში გაჩნდა. ,,აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებას ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ამ მომენტისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.