ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აფეთქება და ხანძარი ბათუმში: მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, ცეცხლი გაზგასამართ სადგურში გაჩნდა.  ,,აჭარის ტელევიზიის” ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზებას ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები ცდილობენ, ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, გაზგასამართ სადგურზე ჯერ აფეთქების ხმა გაიგონეს, შემდეგ კი ხანძარი გაჩნდა. ჯერჯერობით, დაშავებულების შესხებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი.

,,აჭარის ტელევიზიის” ფოტო

 

იტვირთბა....