ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული პეტრიაშვილის მოწყობილი პროვოკაციაა”

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა გააკეთა. მისი თქმით, ადამიანების გარკვეული ჯგუფი კარგა ხანია ცდილობს პროვოკაციების მოწყობას.

“უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას. ადამიანების ჯგუფი წლებია, მას შემდეგ რაც სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, ცდილობს მუდმივად მოაწყოს პროვოკაციები, ხოლო მის დროს სიამის კატასავით ფეხებს უთბობდა სააკაშვილს და მის გუნდს. მაშინ არასოდეს გახსენებია მშრომელთა უფლებები. დღეს ასეთი გულადი გახდა. ეს ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილები პეტრიაშვილის ჯგუფის მიერ, რომლებიც მუდმივად სიცრუეს ავრცელებენ. ეს ადამიანები არ არიან რკინიგზელთა ინტერესებზე ორიენტირებული, ისინი რკინიგზელთა ფულით აფინანსებდნენ ყოველთვიურად ირაკლი პეტრიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ ამას ვხედავდით, ირაკლი პეტრიაშვილმა ერთი პროცენტიც კი ვერ მოაგროვა, ის არის გაკოტრებული პოლიტიკოსი და შანსი არა აქვს და არც არასოდეს ექნება. ეს ადამიანები იგივე ხელფასით არიან გადაყვანილები ახალ სამუშაო ადგილზე. განცხადებები, თითქოს ამ ადამიანებს საცხოვრებლითა და ტრანსპორტით არ უზრუნველვყოფდით, ეს არის სიცრუე. მივმართავ თხოვნით, რომ რაც შეიძლება მალე გამოცხადნენ, ვინაიდან საკმაოდ საპასუხიმგებლო საქმე აკისრიათ. მათ უნდა შეასრულონ ლიანდაგის შემოწმებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რადგან იქ ტვირთთან ერთად სამგზავრო მატარებელი დადის.

მათ უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, დროულად გამოცხადდნენ სამსახურში, რადგან ჩვენ უკვე იძულებული ვიქნებით, რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ. მოვუწოდებ, რომ ნუ აყვებიან პეტრიაშვილის პროვოკაციებს, რადგან პეტრიაშვილი თავის გრანტებს და რკინიგზელების ფულს ისევ წაიღებს”, – განაცხადა ცაგურიამ.

შეგახსენებთ, რკინიგზის დეპარტამენტის წინ რამდენიმე დღეს აქცია მიმდინარეობს. თანამშრომლის მთავარი მოთხოვნაა, მუშაობა კვლავ გურჯაანში განაგრძონ, ან სადახლოს ხაზზე გადაყვანის შემთხვევაში, სასურველი პირობებით უზრუნველყონ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში, პროტესტის მონაწილეები ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებით იმუქრებიან.

იტვირთბა....