სოფელ ხურჩაში დღეს ახალი მავთულხლართები გამოჩნდა. ტერიტორიას, რომელიც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა, გასულ კვირას მავთულხლართებით შემოღობეს, დღეს ახალი ხაზი მიემატა.
მცოცავი ოკუპაციის გამო, ბოლო დღეებში, საოკუპაციო ხაზში, კიდევ 2 ჰექტარი მიწა მოექცა, სადაც საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის ბაღები მდებარეობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, რუსები დღეს დილას ტექნიკით გამოჩდნენ და მავთულხლართების გაბმა დაიწყეს.