როგორც როიტერი იუწყება, საბერძნეთის მთავრობამ ხანძრის ჩაქრობაში დახმარება ევროკავშირს თხოვა.
ხანძარი ათენის შემოგარენში გაჩნდა და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის აცხადებს, რომ ცეცხლის ჩასაქრობად უფრო მეტი საჰაერო საშუალებაა საჭირო.
„ხანძარი სწრაფად ვრცელდება. ხანძრის მასშტაბებისა და ინტენსიურობის გამო საბერძნეთმა საჰაერო საშუალებების მიწოდება მოითხოვა“, – განაცხადეს სახანძრო სამსახურში.
ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ათეულობით სახლია დაზიანებული და ათასობით ჰექტარი ტყეა დამწვარი.
იტვირთბა....