მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს განხორციელებულ შესაძლო ფარულ თვალთვალს და რუს პრანკერთან საქართველოს შს მინისტრის სავარუდო სატელეფონო საუბარს, სოციალურ ქსელიში ეხმაურება პოლონეთის სეიმის დეპუტატი მარია გოშიევსკა.
დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სერიოზულ სკანდალში გაეხვა. მისი აზრით, მინისტრის საქციელზე გაცინებაც კი შეიძლება, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. მინისტრის საუბრიდან ირკვევა, რომ ქართული სპეცსამსახურები პოლონეთში მიხეილ სააკაშვილს უთვალთვალებენ. ის იმედს იტოვებს, რომ ეს მხოლოდ მღებრიშვილის მდიდარი ფანტაზიებია.
“საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელონი მინისტრი რამოდენიმე დღის წინ გარკვეულ პროვოკაციაში იქნა გახვეული და სერიოზულად კომპრომენტირებული. ბოლოს და ბოლოს ამაზე გაცინება შეიძლებოდა რომ არა ის ფაქტი, რომ როგორც მისი სიტყვებიდან ირკვევა, თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც უდავოდ არის პოლონეთი, მუშაობენ ქართული სპეცსამსახურები. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ ამ ბატონის თამამი ფანტაზიებია, მაგრამ თუ არა – ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მოითხოვს განმარტებას, ან იქნებ ძალიან რადიკალურ გადაწყვეტილებებსაც კი. პირადად ჩემი მისამართით გამოთქმულ მინიშნებებს არ შევეხები, რადგან ისინი თავად მათ ავტორზე მეტყველებენ. და არც თუ საუკეთესოდ” წერს დეპუტატი