ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

“მინისტრი საკმაოდ ღელავდა”: რუსი პრანკერის პირველი ინტერვიუ (ვიდეო)

საქართველოს შს მინისტრთან სატელეფონო საუბრის შესახებ რუსი პრანკერი პირველად „კურიერთან“ საუბრობს.
ალექსი სტოლიაროვის თქმით, მინისტრი საკმაოდ ღელავდა, რადგან მას მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკურ სკანდალზე, სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

მისივე განცხადებით, სხვადსხვა ქვეყნის პირველ პირებთან საუბარი და სტრატეგიულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება, პირველი შემთხვევა არ არის. მისი თქმით, აუდიო ჩანაწერების ავთენტურობა ამერიკულმა ექსპერტიზამ არა ერთხელ დაამტკიცა. საჭიროების შემთხვავაში, მზადაა შეერთებულ შტატებში ექსპერტიზაზე, საქართველოს შს მინისტრის აუდიო ჩანაწერიც წარადგინოს.

სკანდალური ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, ძალოვან უწყებებს აუდიო ჩანაწერების გავრცელების სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, გამოძიება ჯერჯერობით არ დაუწყიათ.

იტვირთბა....