ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს

რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტები აღკვეთეს. როგორც რუსეთის  უშიშროების სამსახურში აცახდებენ, მათ  ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს. სპეცსამსახურის ცნობით, ყველა მათგანი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრია, რომლებიც მოსკოვში მასობრივ ტერაქტებს გეგმავდნენ.

დაკავებულები თავდასხმების მოწყობას ტრანსპორტსა და დედაქალაქის სავაჭრო კომპლექსებში გეგმავდნენ. სპეცოპერაციის დროს დიდი რაოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებელი მასალები ამოიღეს.

იტვირთბა....