მარტვილის „მერანის“ პრეზიდენტი, ფრიდონ ინჯია ფეხბურთის ფედერაციას ახალი საფეხბურთო ტურნირის ჩატარების ინიციატივით მიმართავს.
“ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ თხოვნით, თუ არის შესაძლებელი, რომ ამიერკავკასიის თასის ჩატარების ინიციატორად გამოხვიდეთ?! მიმაჩნია, რომ ეს ჩვენს საფეხბურთო ცხოვრებასაც გამოაცოცხლებს და მაყურებელსაც სტადიონზე დააბრუნებს. ხალხს ჩვენი მეზობელი ქვეყნების საუკეთესო გუნდებთან თამაშები მოენატრა. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა. ყველამ დაინახა, რომ ჩვენ საერთაშორისო ტურნირების კარგად ორგანიზების უნარი გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ“- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXVII ყრილობაზე.
წყარო: „ლელო“