ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრემიერი კრონიზმის სენითაა დაავადებული”: პაპავა ჯეჯელავას მავნეს უწოდებს

პროფესორი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას პოლიტიკური თანამდებობებებისთვის „შეუფერებელ პიროვნებად“ მიიჩნევს. ის თვლის, რომ განათლების მინისტრობა ჯეჯელავასთვის „საერთოდ გაუგებრობაა“, ხოლო თბილისის სკოლებში „ვაშლის დარიგების“ პროგრამას კი „კომიკურს“ უწოდებს.

„გასაგებია, რომ პრემიერი კრონიზმის (ფავორიტიზმის ერთ-ერთი სახე, ახლობელ-მეგობრებისთვის, კვალიფიკაციის დამოუკიდებლად, უპირატესობის მინიჭება) სენითაა დაავადებული და ამიტომაც ვერ ხედავს მინისტრობისთვის შეუფერებელი თავისი მეგობრის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურობას, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ხომ ჰყავს სხვა ლიდერებიც, მათ რაღა დაემართათ? რატომ უნდა დარიგდეს ვაშლები მარტო თბილისში და თანაც მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც ათას ბავშვზე მეტი სწავლობს? რა დააშავეს რეგიონებისა და თბილისის მცირეკონტინგენტიანმა სკოლებმა?“ – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“.

„კომბლედან“ ვაშლამდე მისული მინისტრი უკვე სასაცილოც აღარ არის, ის უკვე მავნეც ხდება, ჩვენი შვილების განათლებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ლეგალურად გაფანტვას უპირებს და თანაც ამის შესახებ საზოგადოებას სიცილ-ხითხითით ამცნობს.” – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

შეგახსენებთ, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლებში ვაშლის დარიგების ინიციატივით გამოვიდა.

იტვირთბა....