გონიოს სანაპიროზე მაშველებმა 35 წლამდე ქალის ცხედარი ზღვიდან ამოიყვანეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, იგი ზღვაში გუშინ საღამოს შევიდა და გაუჩინარდა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ცხედარი შეტყობინებიდან დაახლოებით ერთ საათში იპოვეს. გარდაცვლილი ადგილობრივი არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და გულის პრობლემა შეექმნა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გონიოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ქალის ცხედარი იდენტიფიცირებულია.