ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პატრიოტთა ალიანსი” თბილისის მერობის კანდიდატს დღეს დაასახელებს

პატრიოტთა ალიანსი თბილისის მერობის კანდიდატი დღეს დასახელდება. საკითხზე პარტიის წევრები პოლიტ საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერობის პოსტის დასაკავებლად ოქტომბრის არჩევნებში ირმა ინაშვილი იბრძოლებს.

პარტიის აღმასრულებელი მდივანი ადასტურებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად ამ ეტაპზე 4 პირი განიხილება და რომ მათ შორის არის ირმა ინაშვილიც. პატრიოტთა ალიანსი საკუთარი კანდიდატების დასახელებას აპირებს ასევე სხვა ქალაქებში.

„ყველაფერზე ვმსჯელობთ ჩვენ, მათ შორის მერობის კანდიდატზეც იქნება მსჯელობა. რომელ კანდიდატზე მიდის მსჯელობა, ახლა ვერ გეტყვით ამას. არ გიდასტურებთ, რომ განიხილება ირმას კანდიდატურა და არც უარვყოფ. ამიტომ საუბარი ერთადერთზე ან ორზე ზედმეტია,“ -განაცხადა გიორგი ლომიამ.

იტვირთბა....