ზუგდიდის სოფლების, კახათისა და ახალი კახათის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ზუგდიდი-ანაკლიის გზა გადაკეტა.
როგორც მოსახლეობა აცხადებს, მავნებლების გამო თხილის, სიმინდისა და ბოსტნეულის მოსავალი განადგურდა, რადგან ხელისუფლებამ შეწამვლითი სამუშაოები დააგვიანა.
აქციის მონაწილეები ზარალის აღწერასა და კომპენსაციას ითხოვენ. მათივე თქმით, დღევანდელ აქციას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ აქვს.
აქციის ადგილზე მობილიზებული პოლიცია.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი