ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხანძარი სვანეთში: ცეცხლი ბანგურიანის მთას უკიდია

ხანძარი სვანეთში – ცეცხლი ბანგურიანის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. როგორც მესტიის გამგებელი   კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, ხანძარი სავარაუდოდ, გვიან ღამით გაჩნდა და სიცხის გამო, დღეს დილიდან მისი ფართობი გაიზარდა.

გამგებელის თქმით, ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ-ზეა გავრცელებული.  ამ დროისთვს ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციაც.

სამუშაოებში ჩართვისთვის ხდება ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციაც.

კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ტერიტორია, სადაც ამ წუთებში ხაძნარია, ტექნიკისთვის მიუვალია, შესაბამისად, გამგებელი არ გამორიცხავს, რომ სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვა გახდეს საჭირო.

კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ცეცხლი იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც ალპური ზონა მთავრდება და იწყება ტყის ზონა.

იტვირთბა....