ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმა რუსმა ოკუპანტებმა დღეს დაასრულეს. საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის ნაწილი 4 თვის წინ მიიტაცეს. თავდაპირველად, მათ საზღვრის მოსანიშნი ბოძები განალაგეს, დღეს კი მავთულხლართებით შემოსაზღვრა დაასრულეს. სამუშაოები 4 თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. ე.წ. საზღვრის მიღმა დარჩა ხურჩასა და შამგონას მოსახლეობის ყანები და საძოვრები.
იტვირთბა....