aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყველაზე ტრაგიკული და ასევე საამაყო დღე საქართველოს ისტორიაში: დღეს შინდისის ბრძოლაში დაღუპულებს იხსენებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

11 აგვისტოს შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს იხსენებენ. მეცხრე  წელია, შინდისის რკინიგზის სადგურის სიახლოვეს ყოველწლიურად იკრიბებიან ადამიანები და პატივს მიაგებენ 17 ჯარისკაცის ხსოვნას.

ომში დაღუპულ ქართველ გმირებს დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ. შინდისში გმირთა მემორიალთან სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს  და  გვირგვინით შეამკეს, როგორც მთავრობის, ასევე საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა. ადგილზე, სადაც 17 ქართველი გმირულად დაიღუპა, დილიდან იკრიბებიან მათი ოჯახის წევრები და ახლობლები.

ბრძოლა შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს 45 წუთს გაგრძელდა, შეტაკებას მხოლოდ 4 ჯარისკაცი გადაურჩა. ქართველი სამხედროების წინააღმდეგ რუსებმა თითქმის ყველა სახის იარაღი გამოიყენეს.

9  წლის წინ სოფლის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც გორის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 17 ქართველი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე დაიღუპა.

შინდისის მცხოვრები ბადრი ხუციშვილი 9 წლის წინ რკინიგზის სადგურს მალულად მიუახლოვდა. გარშემო რუსული არმიის ჯარისკაცები იდგნენ, მაგრამ მან საკუთარი ხელით, მარტომ ოთხი მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი სათითაოდ,  ჩუმად ბრძოლის ველიდან გამოიყვანა.  ხუციშვილიც მეცხრე  წელია დაღუპულ მებრძოლებს ჭირისუფლობს.

“ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე საამაყო დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში” – ასე შეაფასა 9 წლის წინანდელი 11 აგვისტო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დიდი ხნის განმავლობაში შინდისში გმირთა მემორიალის აგება ვერ ხერხდებოდა და მხოლოდ ორი წლის წინ გახდა შესაძლებელი ქვის ნაგებობის დადგმა. გარდა ამისა, არსებობს მონუმენტის პროექტიც, მაგრამ მისი განხორციელებაც დღემდე ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....