ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე მავთულხლართების გაბმის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“ვადასტურებთ ფაქტს, რომელიც წარმოადგენს ე. წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არამარტო ზღუდავს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს გალის მორიგ შეხვედრაზე”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა 2 ჰექტარი მიწა შემოღობეს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვარზე. გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე თვის წინ ამავე ადგილას ბოძები ჩაარჭეს, გუშინ კი მავთულხლართები გააბეს.