„იმდენ დირექტორს გავათავისუფლებ, რამდენიც საჭირო იქნება” – ასეთი განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისი თქმით, ის დირექტორები, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობის ხარჯზე ენერგიის ან რესურსების ეკონომიას გააკეთებს, განათლების სამინისტროს ადეკვატური რეაქცია ექნება.
“მეკითხებიან, თუ გავათავისუფლებ დირექტორებს თანამდებობიდან ამ მიზეზით. დიახ, გავათავისუფლებ. მადლობა ღმერთს, რომ ბევრმა დირექტორმა ძალიან სერიოზულად მიიღო ეს საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს, თუმცა ჯერ შორს ვართ იმ სტანდარტებისგან, რაც გვჭირდება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.