საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ მასწავლებლები და მანდატურები მოსწავლეებს ვაშლებს დაურიგებენ. მინისტრის განცხადებით, ასევე აპირებენ კამპანიის დაწყებას, რომ მშობლებმა ბავშვებს სკოლებში ვაშლი გამოატანონ.
“ამ პროექტის მიზანია, რომ შესვენებაზე ბავშვებმა შეჭამონ ვაშლი. სულ ასეთი თბილისში დაახლოებით 40 000 დან 60 000 მდე მოსწავლეა. ასევე, ვაპირებთ კამპანიის დაწყებას, რომ მშობლებმა სკოლაში ბავშვებს გამოატანონ ვაშლი”,-განაცხადა ჯეჯელავამ.